დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები

შავი ქლიავის ჩირის სასარგებლო თვისებები

შავი ქლიავის ჩირის სასარგებლო თვისებები

შავი ქლიავი ყველაზე სასარგებლო ჩირეულის კატეგორიას მიეკუთვნება. ისინიც კი, ვისაც ცოცხალი ქლიავის მომჟავო არომატი არ მოსწონს, აფასებენ ჩირის ხავერდოვან გემოს.

შავი ქლიავის ჩირს იყენებენ ტკბილეულის, დესერტის, სალათების, ხორციანი და ბოსტნეული კერძების მოსამზადებლად. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი მისი სამკურნალო თვისებები ანიჭებს.

 

ვიტამინების შემცველობა 100 გ ქლიავის ჩირში:
A, რეტინოლი და მისი ექვივალენტური შენაერთი - 387.13 მგ;
B5, პანტოტენატი - 0.149 მგ;
C, ასკორბინის მჟავა - 0.757 მგ;
B1, ტიამინი - 0.409 მგ;
B6, პირიდოქსინი - 0.023 მგ;
E, - 0.247 მგ;
B2, რიბოფლავინი - 0.814 მგ;
PP, ნიკოტინის მჟავა, - 1.789 მგ;
B9, ფოლიუმის მჟავა - 3.094 მგ;
B4, ქოლინი - 100.93 მგ

 

 მაინც რა სარგებელი მოაქვს შავ ქლიავს ჩვენი ორგანიზმისთვის?

ეხმარება გულს მუშაობაში- ქლიავის ჩირი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. მასში შემავალ ვიტამინებისა და მინერალების კომბინაციას, დადებითი ზეგავლენა აქვს გულის კუნთის მუშაობაზე. იგი ზრდის სისხლძარღვთა გამტარობას, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლთარღვთა კედლებს.


თირკმელების დაავადებების დროს- ჩავი ქლიავის ჩირი იმაზე 2-ჯერ მეტ კალიუმს შეიცავს, ვიდრე ისპანახი ან ბანანი. სწორედ კალიუმის წყალობით რეგულირდება თირკმლის მუშაობა. მისი ყოველდღე მიღება თავიდან აგარიდებთ შარდკენჭოვან დაავადებებს.

ბუნებრივი ანტიბიოტიკი- იგი ხელს უშლის პათოგენური და მავნე ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრას. მისი ჭამა სასარგებლოა, ინფეციების თავიდან ასაცილებლად.

ძლიერი ანტიოქსიდანტი- იგი აძლიერებს იმუნიტეტს. მისი ყოველდღე ჭამა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვისაა სასარგებლო, რომლებიც არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ ან მუშაობენ.

სიმსივნის პროფილაქტიკა- შავ ქლიავს აქვს ანტისიმსივნური თვისებები. იგი ორგანიზმში არსებულ კარცენოგენებსა და თავისუფალ რადიკალებს ანადგურებს. მის შემადგენლობაში შედის ანტიციანინი. ეს პიგმენტი უჯრედების დაბერებასა და სიმსივნის განვითარებას უშლის ხელს.

ხელს უწყობს წონის დაკრგვას- იგი შეიცავს უამრავ ბოჭკოვნებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისთვისაა საჭირო. ხელს უწყობს ცხიმის დაწვას. მისი ჭამის შემდეგ თავს დანაყრებულად იგრძნობთ და აღარ მოგშივათ. ერთ-ერთი ყველაზე დაბალკაროლიური ხილია. ასე რომ, შეგიძლიათ თავისუფლად ჩართოთ თქვენს რაციონში. მაღალკალორიული ტკბილეულის ნაცვლად. ქლიავის ჩირი მიირთვით.

arrow