დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

divider

პომონა არის ქართული, ჯანსაღი ჩირეულის მწარმოებელი ბრენდი რომელიც 2022 წლიდან აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის  ხემსს.

ჩვენი საწარმო მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში - სოფელ მუხრანში. ასევე კომპანია ფლობს შავი ქლიავის ბაღებს სოფელ მუხრანში საიდანაც ვაწარმოებთ შავი ქლიავის ჩირს და ტყლაპს. საწარმოში სხვა ნედლეულის მიწოდება მთლიანად ხდება ადგილობრივი ქართველი ფერმერებისგან, რითიც ვეხმარებით დიდი რაოდენობით ხეხილის რეალიზაციის პროცესში. 🇬🇪

პომონას მთავარი იდეა ჩამოყალიბდა შექმნილი პროდუქტის სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, რათა მომხარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ ქართული, ნატურალური პროდუქტი (ჩირეული, ტყლაპი, ჩიფსი), რომელიც არ შეიცავს კონსერვანტებს და საღებავებს.

პომონამ 2022 წელს წარმოება დაიწყო „ბრითიშ პეტროლეუმის“ გრანტით რითიც შევიძინეთ საშრობი დანადგარი, 2023 წელს კი მოვიპოვეთ სააგენტო აწარმოე საქართველოში პროექტის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის გრანტი, რისი საშუალებითაც გავფართოვდით, დავიმატეთ ახალი დანადგარები და გავზარდეთ პროდუქციის ასორტიმენტი.

2023 წელს დავნერგეთ სურსათის უვნებლობის სისტემა HACCP!✅
(საფრთხის, ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა). რათა ჩვენ წარმოებული პროდუქცია პირველ რიგში იყოს უსაფრთხო და უვნებელი.

ჩვენ მთავარი მიზანია შევქმნათ ხარისხიანი, ჯანსაღი ქართული პროდუქტი შაქარისა თუ სხვა რომელიმე კონსერვანტების გარეშე და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ხემსის პოპულარიზაციას.

სიყვარულით,

პომონა 💚

კონტაქტი ჩვენ შესახებ
arrow